ევკალიპტის უნიკალური თვისებები!
ევკალიპტის ზეთის ისტორია
ევკალიპტის ზეთს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორც ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას სხვადასხვა დაავადებების დროს.
ევკალიპტის ზეთი წარმოიშვა ავსტრალიასა და ტასმანიაში.
ის ფართოდ გამოიყენებოდა ჭრილობების სამკურნალოდ, კანის გაღიზიანების დასაწყნარებლად, მწერების მოსაგერიებლად და სხვა მრავალი მიზეზის გამო.
ევკალიპტის პოვნა ახლა შესაძლებელია ევროპაში, ჩინეთში, რუსეთში, სამხრეთ ამერიკაში და კალიფორნიასა და შეერთებულ შტატებში.
მას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ და მისი უნიკალური თვისების წყალობით, ახლა ხეები გაშენებულია სხვადასხვა ქვეყნებში
.ევკალიპტის ზეთი მიიღება ევკალიპტის ხის ზედა ტოტებიდან და ფოთლებიდან. ავსტრალიაში მას ასევე მოიხსენიებენ როგორც ავსტრალიის ცხელების ხე ან ლურჯი რეზინის ხე. ევკალიპტის ხეებსა და მის ზეთებს ადამიანები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ მრავალი ადგილობრივი საჭიროებებისთვის, მაგალითად: სუნთქვის პრობლემებისა და გონებრივი დაღლილობის სამკურნალოდ.14 გზა თუ როგორ გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა ევკალიპტის ზეთის საშუალებით ევკალიპტის ზეთი არის ინგრედიენტი რომელსაც იყენებენ რესპირატორული ვირუსებისა და შეშუპების სამკურნალოდ
. ეს არის ანტიმიკრობული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო.
ზეთი გამოიყენება გაცივების, ასთმის, სინუსური პრობლემების, ცხვირის შეშუპების, ხველების და გამონაყარის სამკურნალოდ.
ძლიერი სუნიდან გამომდინარე, ევკალიპტის ზეთს იყენებენ ფსიქიკური დაღლილობის შესამსუბუქებლად, აგრეთვე ტვინში სისხლის ნაკადის გასაზრდელად, გონებრივი აქტივობის გაზრდის მიზნით.
ზეთი არის ბუნებრივი პესტიციდი და ა მას იყენებდნენ ტილების აღმოსაფხვრელად, ქიმიური ხსნარების ნაცვლად, რომლებიც ტოქსიკურია და შეიწოვება კანის საშუალებით.
ის გამოიყენება კანის მცირე ჭრილობების სამკურნალოდ, ანტისეპტიკური თვისებების წყალობით; მას შეუძლია მოაშუშოს დამწვრობა, წყლულები დაჭრილობები.
შეუცვლელია მწერის კბენისას კანის დასამშვიდებლად.
ევკალიპტს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ის ამცირებს კუნთების დაძაბულობას, ანთებას და ტკივილს ვარჯიშისა და ზედმეტი ძალისხმევის დროს.
ევკალიპტის ზეთი ასევე უცვლელი ინგრედიენტია პირის ღრუს ჰიგიენის დროს.
პიტნის ზეთთან შერწყმისას და სხეულზე შესხურებისას, ევკალიპტის ზეთს აქვს სიცხის დამწევი ეფექტი.
ევკალიპტის ზეთი ასევე კლავს ჰაერში მიკრობებს და მისი ძლიერი სურნელის გამო შესაძლებელია გომეყენებულ იქნას ოთახის დეოდორანტათ.
მას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ სისხლის მიმოქცევის მოსაწესრიგებლად -
ევკალიპტი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის მათი კიდურების ძალიან ცუდი სისხლის მიმოქცევის სამკურნალოდ.
ის ასევე ხელს უწყობს სისხლში შაქრის შემცირებას,.
ზეთი გამოიყენება ნაწლავის ტრაქტში პარაზიტების სამკურნალოდ, აგრეთვე მიკრობული და ბაქტერიული ინფექციების დროს.
ევკალიპტის ზეთი პოპულარული გახდა არომათერაპიაშიც, მისი სხვადასხვა თვისებების გამო ის კარგად ერწყმის სხვადასხვა ზეთებს.
ფართოდ გავრცელებული ევკალიპტის ზეთის გამოყენება საპნებში. მეცნიერები განაგრძობენ ამ საოცარი ზეთის შესწავლას, ის სწრაფად გახდა საპნის ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი.
ევკალიპტის ზეთი საპნებში:
ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები გამო, ევკალიპტის
სტატიის ავტორი:
2021-07-06
"Dry Brushing" - უპირატესობები!
Dry Brushing- მშრალი გახეხვა
ბოლო პერიოდის ერთ ერთი პოპულარული მეთოდია, რაც გულისხმობს ტანის ჯაგრისით მშრალ კანზე მასაჟს.
გლუვი, დაჭიმული კანი და სხეული ცელულიტის გარეშე - როგორ გავიკეთოთ ანტიცელულიტური მასაჟი სახლის პირობებში?
უპირველესად, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ჯაგრისი - აუცილებელია, მას ნატურალური ბოჭკოები ჰქონდეს
ბოტანიკის ტანის ჯაგრისი:
აშორებს ეპიდერმისის ზედა ფენას
აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს
ანიჭებს სიგლუვეს
ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევისა და უჯრედების რეგენერაციის პროცესებს, რის გამოც ძალიან ეფექტური საშუალება ცელულიტთან საბრძოლველად.
როგორ და რამდენ ხანს გავიკეთოთ მასაჟი?
შხაპის მიღების წინ, მშრალ კანზე, მშრალი ჯაგრისით - წრიული მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი ფეხებიდან გულის მიმართულებით
არ დააწვეთ კანს ძალიან და არ გაიხეხოთ
ნუ დაიმასაჟებთ ლიმფური კვანძების თავმოყრის ადგილებს - მუხლებისა და იღლიების ქვეშ, თეძოებისა და იდაყვის შიდა მხარეს და სხვ.
თავდაპირველად, სრულ მასაჟს 1 წუთი დაუთმეთ. თანდათან გაზარდეთ დრო ისე, რომ თითოეული ზონისთვის მინიმუმ 2 წუთი დაგჭირდეთ.
საჭიროა, კანი გათბეს და მსუბუქი სიწითლე გამოიწვიოთ
უკეთესი ეფექტისთვის მასაჟი გაიკეთეთ დილით და საღამოს შხაპის ან აბაზანის მიღების წინ
კვირაში 2-3-ჯერ რეკომენდებულია ანტიცელულიტური სკრაბის გამოყენება
დასასრულს, მიიღეთ კონტრასტული შხაპი ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობით.
მშრალი ჯაგრისით მასაჟის გაკეთება რეკომენდებული არ არის:
დაზიანებული კანის საფარის, ანთების, ჭრილობის, გამონაყარის დროს
ძალიან მგრძნობიარე და თხელი კანის ქონის შემთხვევაში
გახსოვდეთ, სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ ერთი მასაჟი ტანზე ცხიმოვან
დაგროვებას ვერ აალაგებს!
სტატიის ავტორი:
2021-03-01
საუკეთესო ანტიოქსიდანტი თქვენი კანისთვის!
საუკეთესო ანტიოქსიდანტი თქვენი კანისთვის
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საქართველოში ყურძნის 525 ჯიში არსებობს ,ხოლო ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის ჯიშის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
აღსანიშნავია, რომ ღვინო მხოლოდ დასალევად არ არის განკუთვნილი, არამედ მსოფლიოში ხშირად გამოიყენაბა სილამაზის სხვადასხვა პროდუქტებშიც. ღვინის თერაპია ანუ vinotherapy - არის ყურძნის ფუძეზე შექმნილი ნარჩევი პროცედურების ნაკრები, რომელსაც გააჩნია სარელაქსაციო, ანტიოქსიდანტური და დაბერების საწინააღმდეგო თვისებები. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, საქართველოში ჩვენც შევქმნათ მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც სხეულის სილამაზესა და ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.
ღვინის თერაპიას ასევე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ახალგაზრდობის ელექსირს“
ყურძნის წიპწა შეიცავს დიდი რაოდენობით პოლიფენოლს,რომელიც გახლავთ ქიმიური ნივთიერება ძლიერი ანტიოქსიდანტი, მისი უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ ის იცავს უჯრედს დაზიანებისგან აგრეთვე გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული ანტივირუსული , დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება, იგი ამცირებს ტოქსიკური ნივთიერებების მოქმედებას. შესაბამისად მის ფუძეზე შექმნილი პროდუქცია კი ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას. ახდენს მის კვებას, გამკვრივებასა და ღრმა დატენიანებას. ასევე ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ღვინოთერაპიის გამას ძალიან კარგი შედეგი აქვს სახის, კისრის, მკერდისა და ხელების კანის გაახალგაზრდავებისთვის. ანტისტრესული ეფექტი, კანის გამოცოცხლებისთვის და ეპიდერმისის ტენიანობისა და ჰიდრაციის აღსადგენად.
უნიკალური წიპწის ზეთის კოსმეტოლოგიური ზემოქმედება განპირობებულია ვიტამინების მიკრო და მაკრო ელემენტების , ფლავონოიდების, ფიტო-სტეროიდების , ენზიმებისა და ქლოროფილის მაღალი კონცენტრაციით. იგი მდიდარია რინოლენოლის მჟავით, ომეგა 6 , ომეგა 9, პალმიცინის , სტეარინის და ომეგა 3 . შეიცავს ვიტამინებს A, E ,C. ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით რეზვერატროლს
(თრომბის , საწინააღმდეგო , ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ასევე იგი ბიოლოგიური ფუნქციით გავს ესრადიროლს - ქალის ჰორმონს). ამაგრებს სისხლძარღვების კედელს და კაპილარებს.ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონების ბალანსს.
ყურძნის ზეთი არაჩვეულებრივია დაზიანებული კანის სამკურნალოდ , ხელს უწყობს კანის საფარის რეგენერაციას, გააჩნია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი არბილებს და ატენიენაბს კანს, ასევე ძალიან მარტივად იწოვება. კანს მატებს ელასტიურობას, ახდენს მის გრანულაციას და ეპითელიზაციას.
ახდენს სისხლის მიმოქქცევისა და ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას, კანის ზედა ფენებში. ამკვრივებს კაპილარებს და აუმჯობესებს ლიმფოდრენაჟსა და მის მიკრო ცირკულაციას.ხელს უშლის კუპერზოსა და ცელულიტის წარმოქმნას
სტატიის ავტორი:
2021-02-05
კოსმეტიკური თიხა, ბუნების საჩუქარი!
ბუნება უჩვეულოდ კეთილშობილია ადამიანის მიმართ. მისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია თიხა. კოსმეტიკური თიხა ეს არის ბუნებრივი კანის მოვლის პროდუქტი, რომელიც საუკუნეების მანძილზე, მთელ მსოფლიოში გამოიყენებოდა კანთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ. მას შეხვდებით ცნობილი ბრენდების დასაბან საშუალებებში, ნიღბებში, სკრაბებში, პილინგებსა და ამქერცლავ/გამწმენდ საშუალებებში, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ კოსმეტიკურ თიხას აქვს რამდენიმე ფერი და თითოეულ თიხის ფერს სხვადასხვა დანიშნულება გააჩნია და გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კანზე.
ამ რუბრიკაში წარმოგიდგენთ თიხის თითოეული სახეობის სასარგებლო თვისებებს, რათა თქვენი კანისთვის საუკეთესო შეარჩიოთ.
რა არის ამ ბუნებრივი მასალის უნიკალურობა? ჩვენ შევეცდებით ამ კითხვაზე ყველაზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ. თიხა არის ბუნებრივი წყარო, რომელსაც შეუძლია უჯრედების გაჯერება სილიციუმით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმით, თუთიით, კალციუმით, ნატრიუმით ... ის შთანთქავს კანის უჯრედების მეტაბოლურ პროდუქტებს, ღრმად და საფუძვლიანად ასუფთავებს მათ. ეს არის თიხა, რომელიც ხელს უწყობს სახისა და სხეულის კანის გახალგაზდავებას, აქტიურად ეწინააღმდეგება დაბერებას, ასწორებს ნაოჭებს და ხელს უწყობს ცელულიტის და სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლას.
რა უნდა ვიცოდეთ თიხის შესახებ :
1. თიხა მდიდარია მინერალებით
2. თიხა იცავს და წმენდს კანს
3. შეუძლია სახის დერმატიტის განკურნება
4. აჯერებს კანს ჟანგბადით
5. წმენდს და ამცირებს კანის ფორებს
6. აბალანსებს კანში კანის ქონის გამოყოფას, ამცირებს აკნეს
7. აღადგენს აახალგაზრდავებს და არბილებს სახის ფერს
სახის თიხების სახეობები
თიხის ნიღბების რამდენიმე სახეობა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი უშუალო დანიშნულება აქვს. თუ არ იცით, რომელი მათგანი უნდა გამოიყენოთ კანის სამკურნალოდ, ახლა სწორედ თიხის შერჩევას გასწავლით.
მწვანე თიხა
შემადგენლობა:მაგნიუმი, კალციუმი, ვერცხლი, მანგანუმი, ფოსფორი, თუთია, სპილენძი, კობალტი, მოლიბდენი და ა.შ.
გამოიყენება ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის როგორც სახეზე ასევე სხეულზე. ავიწროვებს ფორებს. აქვს მატონიზირებელი ეფექტი. ღრმად წმენდს კანს, აშორებს გაუხეშებული ეპიდერმისის ფენას.
წითელი თიხა
შემადგენლობა:მაგნიუმი, კალციუმი, ვერცხლი, მანგანუმი, ფოსფორი, თუთია, სპილენძი, კობალტი, მოლიბდენი და ა.შ
გამოიყენება სიწითლისკენ და გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანისთვის როგორც სახეზე ასევე სხეულზე.ის აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას კანის ღრმა ქსოვილებში.ამავდროულად ხსნის ალერგიულ მოქმედებას. ებრძვის დაბერების ნიშნებს.
შავი თიხა
შემადგენლობა: მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალები.
გამოიყენება:აკნესკენ მიდრეკილი კანის მოსავლელად როგორც სახეზე ასევე სხეულზე. აქვს ანტისეპტიკური,გამწმდენდი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ღრმად ატენიანებს კანს და იცვს კანს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან.
თეთრი თიხა
შემადგენლობა:მინერალების მაღალი კონცენტრაცია.
გამოიყენება ყველა ტიპის კანზე როგორც სახეზე ასევე სხეულზე. ის კარგად ასუფთავებს და აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას კანში, ეხმარება მას კოლაგენის წარმოქმნაში, რომელიც უზრუნველყობს კანის ელასტიურობას.ებრძვის წვრილ ნაოჭებს. ათეთრებს კანს.
ცისფერი თიხა
შემადგენლობა:ბუნებრივი წარმოშობის მინერალებისა და აქტიური ნივთიერებების ბალანსი.
გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის როგორც სახეზე ასევე სხეულზე. ებრძვის დაბერების ნიშნებს,ის ასტიმულირებს კანის ქსოვილის რეგენერაციულ პპროცესებს.სძენს კანს სიმკვრივესა და ელასტიურობას.
ვარდისფერი თიხა
შემადგენლობა:სილიციუმი, რკინა,მაგნიუმი,კალციუმი და სხვა...
გამოიყენება გაღიზიანებული კანისთვის როგორც სახეზე ასევე სხეულზე. ამარაგებს კანს აუცილებელი ნივთიერებებით, რომელიც საჭიროა კანის სტაბილური მუშაობისთვის
.
ყვითელი თიხა
შემადგენლობა:რკინა და კალიუმი.
გამოიყენება: დაბერების საწინააღმდეგო და მშრალი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის როგორც სახეზე ასევე სხეულზე. ასუფთავებს კანს ტოქსინებისგან და მკვდარი უჯრედებისგან .ებრძვის აკნეს. კანი ხდება ხავერდოვანი, რბილი და ელასტიური.
როგორ გამოვიყენოთ თიხის ნიღაბი?
ფინჯანში შეურიეთ 1 ს.კ. წყალი 1/2 ს.კ. დაქუცმაცებულ თიხას, სანამ გლუვ, პასტისებრ მასას არ მიიღებთ.
კარგად მოურიეთ ხის კოვზით.
წაისვით ნიღაბი სახეზე ფუნჯით ან თითებით.
გაიჩერეთ 15 წუთით (არ აცადოთ ნიღაბს ბოლომდე გაშრობა – იგი მხოლოდ კიდეევზე უნდა შეშრეს, ცენტრში კი სველი იყოს).
ჩამოიბანეთ ცოტაოდენი წყლით და ფრთხილად გაიშრეთ სახე.
რეკომენდებულია სახეზე დამატენიანებელი საშუალების გამოყენება.
გაფრთხილება!
თიხის ნიღაბს შეუძლია სახეზე აკნეს რაოდენობის ხანმოკლე გაზრდა, რაც გამოჯანმრთელების პროცესის ნორმალური ნაწილია. რამდენადაც თიხის ნიღაბს ჭუჭყი კანის ზედაპირზე ამოჰყავს, ფორები დროებით გაღიზიანდება, შემდეგ კი დამშვიდდება, როცა კანი სრულად გაიწმინდება.
ზედმეტად მშრალი კანის პატრონებისთვის განსაკუთრებით რეკომენდებულია თეთრი თიხა სხვა დამატენიანებელ ინგრედიენტებთან (ალოე) ერთად.
სტატიის ავტორი:
2021-01-23
რა განსხვავებაა ტონიკსა და ტონერს შორის?
ჩვეულებრივ დაბანის შემდეგ ირღვევა კანის ბუნებრივი
ბალანსი და ის წამებში კარგავს ტენიანობას.
ეს იწვევს არასასურველ ეფექტებს, როგორიცაა
კანის ნაადრევი დაბერება, სიმშრალე,
გაღიზიანება და აქერცვლა.
იმისათვის, რომ თქვენი კანი ახალგაზრდული
და ელასტიური იყოს,
სახის მოვლის რუტინაში აუცილებლად უნდა შეიტანოთ
ეს 2 პროდუქტი ტონიკი და ტონერი. ბევრი ფიქრობს,
რომ ეს ორი საშუალება ერთი და იგივეა მაგრამ
ეს ნამდვილად მცდარი მოსაზრებაა.
ტონიკი და ტონერი განსხვავდება მათი ფუნქციით,
მაგრამ ორივე ასრულებს წმენდის ფაზას და
ამზადებს კანს შემდგომი მოვლისთვის.
რისთვის არის სახის ტონიკი:
ასრულებს გაწმენდის ეტაპს. მაკიაჟის მოცილებისა და სახის დაბანის შემდეგ
ის აშორებს მაკიაჟის ნარჩენებს, ჭუჭყს, მტვერს და ჭარბ ცხიმს.
აღადგენს pH ბალანსს. ონკანის მყარი წყალი არღვევს მჟავა-ტუტოვან
ბალანსს და ასუსტებს ეპიდერმისის დამცავ ფუნქციებს.
ტონერი მყისიერად ახდენს pH დონის ნორმალიზებას.
ემზადება შემდგომი მოვლისთვის. ეხმარება შრატის ან კრემის აქტიურ კომპონენტებს კანზე უფრო
ეფექტურად იმოქმედონ.. ეხმარება ებრძოლოს
ისეთ პრობლემებს როგორიცაა, სიმშრალე, მსხვილი ფორები და ანთება.
რისთვის არის სახის ტონერი:
ტონერის დანიშნულებაა კანის პირველადი
დატენიანება სახის დაბანის შემდეგ.
ტონერი წყალზე ბლანტია და შეიძლება
ჰელისმაგვარიც იყოს.
ეს საშუალება კორეული წარმოშობისაა,
ანუ პირველად ის კორეელმა კოსმეტოლოგებმა შემოგვთავაზეს
და მას „წინასწარ დამატენიანებელი“ უწოდეს.
ანუ, განსხვავებით მრავალფუნქციური ტონიკისგან,
ტონერს კანის დატენიანების ფუნქცია აკისრია.
თუ ევროპული მოვლის სისტემა ითვალისწინებს
სახის დაბანას, ტონიკით გაწმენდა-ტონიზირებას,
შრატის, ხოლო შემდეგ
დამატენიანებლის/კრემის დატანას კანზე,
კორეული სისტემა გულისხმობს: სახის გაწმენდას,
წინასწარ დატენიანებას ტონერით,
კონცენტრატების (ესენციების, შრატის, ამპულის)
და შემდეგ ძირითადი დამატენიანებლის (ემულსიის) დატანას.
ტონერის გამოყენება შესაძლებელია ორი გზით.
რომელი მეთოდი აირჩევთ,
დამოკიდებულია თქვენი კანის ტიპზე
მშრალ და მგრძნობიარე კანზე
უმჯობესია ტონერი შეიშხუროთ
გარკვეული დისტანციიდან ხოლო ,
ცხიმიან და პრობლემურ კანზე სასურველია
გამოიყენთ ბამბის დისკი.
ბოტანიკის პროდუქციაში თქვენ შეხდებით 4 სახეობის ტონერს ესენი არის:
ველური ვარდი, ალოე, ღვინო და ევკალიპტი.
ღვინის ტონერი
შემადგენლობა:ღვინო საფერავი,მინდვრის პიტნა, მრავალძარღვა,
გლიცერინი, B ჯგუფის ვიტამინები.
გამოიყენება კომბინირებული კანისთვის. ტონერს აქვს მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება,
ხელს უწყობს კანის რეგენერაციას (აღდგენას) გააჩნია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
მოხმარების წესი: გაწმინდეთ სახე ბამბის დისკის საშუალებით ან შეისხურეთ გასუფთავებულ კანზე.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ და გრილ ადგილას.
ევკალიპტის ანტისეპტიკური ტონერი
შემადგენლობა:სპირტი,გლიცერინი, B ჯგუფის ვიტამინები,
ევკალიპტი, გულყვითელა, გვირილა, წყალი
გამოიყენება პრობლემურ და აკნესკენ მიდრეკილ კანზე.
გააჩნია ანტისეპტიკური, ანტიფუგიციდური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
მოხმარების წესი: გაწმინდეთ სახე ბამბის დისკის საშუალებით ან შეისხურეთ გასუფთავებულ კანზე.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ და გრილ ადგილას.
ველური ვარდის ტონერი
შემადგენლობა: ველური ვარდის ფურცლები, B ჯგუფის ვიტამინები.
გამოიყენება მშრალი კანის მოსავლელად. შეუწამლავი ვარდის ფურცლებისგან
შექმნილი ეს სასიამოვნო არომატის ტონერი , გამოიყენება როგორც მსუბუქი გამწმენდი საშუალება ,
ებრძვის დაბერების პროცესს და გამოირჩევა კანზე დადებითი ზემოქმედებით.
მოხმარების წესი: გაწმინდეთ სახე ბამბის დისკის საშუალებით ან შეისხურეთ გასუფთავებულ კანზე.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ და გრილ ადგილას.
ალოეს ტონერი
შემადგენლობა:ალოე, გამოხდილი წყალი, B ჯგუფის ვიტამინები და გლიცერინი.
გამოიყენება მშრალი და კომბინირებული კანის მოსავლელად.კვებავს და ატენიანებს სახის კანს.
მოხმარების წესი: გაწმინდეთ სახე ბამბის დისკის საშუალებით ან შეისხურეთ გასუფთავებულ კანზე.
სტატიის ავტორი:
2021-01-15
ნატურალური აბაზანის ბომბები
აბაზანის ბომბები
ალბათ ყველას გაინტერესებთ თუ რას შეიცავს ჩვენი კონკრეტული სახისა და ტანის მოვლის პროდუქტები?? ან რომელი პროდუქტი რისთვის არის კარგი ან რა დროს არ შეიძლება მისი გამოყენება?
ამიტომაც ჩვენ გადავწყვითეთ პირად შეტყობინებაში ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა ბლოგის სახით.
დღევანდელი რუბრიკა ეძღვნება ჩვენი პატარა მომხმარებლების ყველაზე საყვარელ აბაზანის ბომბებს .
დროდა დრო იკითხეთ ჩვენი რუბრიკები და სრულ ინფორმაციას მიიღებთ ნატურალური თავის მოვლის საშუალებების შესახებ, ან მოგვწერეთ შეკითხვები და ჩვენ მალევე გიპასუხებთ!
რამდენად კარგია აბაზანის ბომბები ბავშვებისთვის ?
რამდენად კარგია აბაზანის ბომბები კანისთვის?
არის თუ არა ბომბები სახიფათო ჯანმრთელობისთვის?
რა ასაკიდან არის შესაძლებელი აბაზანი ბომბის გამოყენება?
რას შეიცავს აბაზანის ბომბები ?
აბაზანის ბომბები გასაოცარი შუშხუნა ბურთებია, რომლებიც ჩვეულებრივ ბანაობის პროცესს მხიარულ გამოცდილაბად აქცევს თქვენთვოის და თქვენი შვილებისთვის!
აბაზანის ბომბები აბსოლუტურად ბუნებრივია, ქიმიური დანამატების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს მიზეზი, რამაც შეიძლება გააღიზიანოს თქვენი კანი, პირიქით მასში შემავალი ინგრედიენტები გამოირჩევა დამცავი , დამამშვიდებელი და საოცარი დამარბილებელი თვისებებით.
აბაზანის ბომბი შეიცავს საკვებ სოდას და ლიმონმჟავას. ეს ორი ინგრედიენტი ცნობილია ანტიბაქტერიული ანტისეპტიკური თვისებებით. ამასთან, ისინი ღრმად ასუფთავებენ კანს აჯანსაღებენ და აძლიერებენ სისხლძარღვებს, რაც ჯანმრთელი და ახალგაზრდული კანის უპირობო საწინდარია!
ასევე შეიცავს რძის ფხვნილს, ნუშის ზეთს, უმაღლესი ხარისხის ფრანგულ საკვებ საღებავსა და ნატურალურ ეთერზეთებს სასიამოვნო სურნელისთვის.
შესაბამისად თქვენ თამამად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეგიზლიათ მოიხმაროთ აბაზანის ბომბები როგორც თქვნთვის ისე თქვენი შვილებისათვის 1 წლის ასაკიდან!
სტატიის ავტორი:
2021-01-11
შრატი
რა არის შრატი?
შრატი - ეს არის კანის მოვლის საშუალება, რომლის შემადგენლობაშია ისეთი აქტიური ნივთიერებები, როგორიცაა ანტიოქსიდანდტები, ვიტამინები, მჟავები.
შრატი, კრემებთან შედარებით, რამდენიმეჯერ ეფექტურად აღწევს კანის ღრმა შრეებში, ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და კოლაგენის გამომუშავებას. ასევე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სხვა დამატენიანებელი საშუალებების ეფექტს, იქნება ეს კრემი, ემულსია თუ გელი.
აღსანიშნავია, რომ შრატს არ შუძლია შეცვალოს დღისა და ღამის კრემი.
დამატენიანებელი საშუალებები განკუთვნილია კანის ტენიანობის შესანარჩუნებლად, შრატი კი ქმნის დამცავ ბარიერს კანსა და გარემო პირობებს შორის. მათი მოქმედებაც განსხვავებულია: მსუბუქი ტექსტურის მეშვეობით, ის აღწევს კანის ღრმა ფენაში, აძლიერებს დღის კრემის მოქმედებას, მაგრამ არ ცვლის მას.
შრატს, მასში შემავალი მცირე ზომის მოლეკულების გამო, გააჩნია შედარებით მსუბუქი ტექსტურა ვიდრე კრემს და ხელს უწყობს კანის ფენაში მკვებავი ნივთიერებების ღრმად შეწოვას. შრატი შეიძლება იყოს ზეთის შემცველობით ( იდეალურია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გაოსაყენებლად ) ან წყლის შემცველობით (მეტად მსუბუქია და რეკომნდებულია გახაფზული- ზაფხულის პეროდში გამოსაყენებლად).
შრატის გამოყენების მიზანი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს:
• კანის დატენიანება
• სებორეის რეგულირება
• ანთებისსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება
• კანის ფერის გაღიავება
• ვიტამინებით კანის გამდიდრება
• კანის რელიეფის გათანაბრება
• ასაკობრივ პრობლემებთან ბრძოლა.
როგორ გამოვიყენოთ შრატი სწორად ეფექტური შედეგის მისაღებად?
1. გამოიყენეთ შრატი დილა -საღამოს, სუფთა, ტონირებულ კანზე, სანამ დაიტანდეთ დღისა თუ ღამის კრემს.
2. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ზედმეტი რაოდენობის შრატი საკმარისია 2-3 წვეთი მთლიან სახეზე.
3. შრატი წაისვით ნაზი მასაჟის მოძრაობით.
4. შრატის გამოყენებისთანავე საჩქაროდ ნუ წაისვამთ კრემს, დაელოდეთ 5-7 წუთი, ეს დრო საკმარისია კანისთვის შრატის შესაწოვად.
5. შრატი - ეს არის დროებითი და არ არის მუდმივი გამოყენების პროდუქტი.
სტატიის ავტორი:
2020-11-24
იცნობდეთ ჩვენს ინგრედიენტებს!
როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ქართული ბრენდი „ბოტანიკი „ ყველა პროდუქტში იყენებს 100% ნატურალურ, ბუნებრივ ინგრედიენტებს.
ჩვენს პროდუქტებში ყველაზე ხშირად მოხმარებადი ინგრედიენტები გახლავთ.
წიპწის ზეთი
ზეითუნის ზეთი
ნუშის ზეთი
კაკაოს ცხიმი
ქოქოსის ცხიმი
თაფლის სანთელი
ახლა გიამბობთ ამ ცხიმების შემცველობის , მათი უნიკალური თვისებებისა და გამოყენების შესახებ:
დავიწყოთ წიპწის ზეთით:
წიპწა– იგივე ყურძნის მარცვალში მოთავსებული კურკა.
ყურძნის წიპწის სასარგებლო თვისებები ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში.
შუა საუკუნეებში ის ფართოდ გამოიყენებოდა ხმელთაშუაზღვისპირეთის კულინარიაში, ფრანგულ და იტალიურ კოსმეტოლოგიაში.
ყურძნის წიპწისაგან მიიღება ზეთი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.
მას უწოდებენ „ახალგაზრდობის ჰორმონს“, რადგან შეიცავს ბიოფლავონოიდებს, რომელიც სტრუქტურულად ჰგავს ქალის ჰორმონს – ესტროგენს. ეს ნივთიერება არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, ხელს უწყობს თმის ზრდას, კოლაგენის სინთეზს და აფერხებს დაბერების პროცესებს.
ყურძნის წიპწის ზეთი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს სისხლძარღვებს, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, რეგენერაციული, სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, თირკმელში კენჭის წარმოქმნას, ათეროსკლეროზის და სიმსივნის განვითარებას.
ყურძნის წიპწაში შემავალი ანტიოქსიდანტები – პროციანიდი, რეზვერატროლი, ვიტამინები E, A, C - გამოდენიან ორგანიზმიდან თავისუფალ რადიკალებს და აუმჯობესებენ იმუნიტეტს.
ყურძნის წიპწის ზეთი მდიდარია: ვიტამინებით – E, A, C, B1, B2, B3, B6, B9, B12 და მიკროელემენტებით – კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინა – რომელიც გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.
ზეთის 70%–ს შეადგენს ლინოლეის მჟავა – ომეგა–6, რომელიც ატენიანებს კანს და აუმჯობესებს კანის რეგენერაციულ პროცესებს.
ნუშის ზეთი
ნუშის ზეთი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მასში შემავალი ელემენტები კანს გამოშრობისგან და ნაოჭების გაჩენისგან იცავს.
ნუშის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აფერხებს უჯრედთა დაბერებას, აცხრობს კანის ანთებით პროცესებს. ნუშის ზეთი ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, უნარჩუნებს თმას ელასტიკურობასა და ბზინვარებას.
იგი არეგულირებს კანში წყლისა და ლიპიდების ცვლას, ეპიდერმული ბარიერის განვლადობას, ააქტიურებს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს, საუკეთესო საშუალებაა მასაჟისათვის. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისთვის.
ნუშის ზეთი აქრობს დერმატიტს, ეგზემას,
სტატიის ავტორი:
2020-11-16
კაკაოს კარაქი - სილამაზის საიდუმლო
ალბათ იცით , რომ მაიას ტომი ყველაზე განვითარებული და ძველი ცივილიზაცაა. მათი ტომის ქალები კი ყველაზე მომნუსხველი სილამაზის მატარებელნი იყვნენ, სწორედ მათი სილმაზის საიდუმლო იყო კაკაოს კარაქი.
ისინი პატარა ასაკიდან იწყებდნენ მის მოხმარებას და სიბერეშიც აქტიურად იყენებდნენ ყოველდღიურ რუტინაში. ყავისფერი ხის ნაყოფიდან მოძიებული უნიკალური მასა კურნავდა ჭრილობებს, კვებავდა კანს და ასწორებდა ნაოჭებს.
კაკაოს კარაქს აქვს სხვადასხვა ვიტამინებისა და ელემენტების მდიდარი მარაგი. იგი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ტოკოფეროლები), რომლებიც ხელს უშლიან კანის ნაადრევ დაბერებას. ისინი ღრმად კვებავენ კანის უჯრედებს და ეხმარებიან მათ რეგენერაცაიში. ცხიმოვანი მჟავები (ოლეური, ლინოლეური, სტეარი) იცავს კანს აგრესიული გარემოსგან და აყალიბებს მასზე წყლის ლიპიდურ დამცავ გარსს. ის ეხმარება კანს სწრაფად მოერგოს არახელსაყრელ პირობებს: ქარი, სიცხე ან ყინვა. ასევე იცავს მას ბაქტერიებისგან.
კაკაოს კარაქი უმოკლეს დროში აღწევს კანის დერმაში, არბილებს და ატენიანებს მას. ხანგრძლივი გამოყენებისას სახის კანს ხდის ერთგვაროვანსა და გლუვს.იგი ზრდის კოლაგენის წარმოშობას.
იგი ასუფთავებს ფორებს და ამშვიდებს ანთებად კანს. ასევე ეფექტურია პიგმენტური ლაქებისა და მუქი წრეების სამკურნალოდ.
კაკაოს კარაქი უხდება ყველა ტიპის კანს. განსაკუთრებით უხდება გამომშრალ, დახეთქილ, გაღიზიანებულ და ნაოჭებისკენ მიდრეკილ კანს. ასევე ეფექტურია ცხიმიანი კანის მქონე ქალებისთვის, რომლებიც უჩივიან პრობლემურ ანთებად გამონაყარს და გაფართოებულ ფორებს.
კაკაოს ცხიმის შემადგენლობა: ოლეინის მჟავა 4%
სტეარის მჟავა 34%
ლურიული და პალმიტური მჟავები 25% ლინოლის მჟავა 2%
სტატიის ავტორი:
2020-11-06