×
სახის მოვლა
ტანის მოვლა
აბაზანა
სანთელი
საჩუქარი
ხელის ანტისეპტიკური სითხე
  • botanic

    რა არის შრატი?  

    შრატი - ეს არის კანის მოვლის საშუალება, რომლის შემადგენლობაშია ისეთი აქტიური ნივთიერებები, როგორიცაა ანტიოქსიდანდტები, ვიტამინები, მჟავები.

    შრატი, კრემებთან შედარებით, რამდენიმეჯერ ეფექტურად აღწევს კანის ღრმა შრეებში, ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და კოლაგენის გამომუშავებას. ასევე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სხვა დამატენიანებელი საშუალებების ეფექტს, იქნება ეს კრემი, ემულსია თუ გელი.

    აღსანიშნავია, რომ შრატს არ შუძლია შეცვალოს დღისა და ღამის კრემი.

    დამატენიანებელი საშუალებები განკუთვნილია კანის ტენიანობის შესანარჩუნებლად, შრატი კი ქმნის დამცავ ბარიერს კანსა და გარემო პირობებს შორის. მათი მოქმედებაც განსხვავებულია: მსუბუქი ტექსტურის მეშვეობით, ის აღწევს კანის ღრმა ფენაში, აძლიერებს დღის კრემის მოქმედებას, მაგრამ არ ცვლის მას.

    შრატს, მასში შემავალი მცირე ზომის მოლეკულების გამო, გააჩნია შედარებით მსუბუქი ტექსტურა ვიდრე კრემს და ხელს უწყობს კანის ფენაში მკვებავი ნივთიერებების ღრმად შეწოვას. შრატი შეიძლება იყოს ზეთის შემცველობით ( იდეალურია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გაოსაყენებლად ) ან წყლის შემცველობით (მეტად მსუბუქია და რეკომნდებულია გახაფზული- ზაფხულის პეროდში გამოსაყენებლად).

    შრატის გამოყენების მიზანი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს:

    კანის დატენიანება

    სებორეის რეგულირება

    ანთებისსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება

    კანის ფერის გაღიავება

    ვიტამინებით კანის გამდიდრება

    კანის რელიეფის გათანაბრება

    ასაკობრივ პრობლემებთან ბრძოლა.

     

    როგორ გამოვიყენოთ შრატი სწორად ეფექტური შედეგის მისაღებად?

     

    1. გამოიყენეთ შრატი დილა -საღამოს, სუფთა, ტონირებულ კანზე, სანამ დაიტანდეთ დღისა თუ ღამის კრემს.

    2. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ზედმეტი რაოდენობის შრატი საკმარისია 2-3 წვეთი მთლიან სახეზე.

    3. შრატი წაისვით ნაზი მასაჟის მოძრაობით.

    4. შრატის გამოყენებისთანავე საჩქაროდ ნუ წაისვამთ კრემს, დაელოდეთ 5-7 წუთი, ეს დრო საკმარისია კანისთვის შრატის შესაწოვად.

    5. შრატი - ეს არის დროებითი და არ არის მუდმივი გამოყენების პროდუქტი.

     

     

    სტატიის ავტორი , 2020-11-24