Dry Brushing- მშრალი გახეხვა
ბოლო პერიოდის ერთ ერთი პოპულარული მეთოდია, რაც გულისხმობს ტანის ჯაგრისით მშრალ კანზე მასაჟს.
გლუვი, დაჭიმული კანი და სხეული ცელულიტის გარეშე - როგორ გავიკეთოთ ანტიცელულიტური მასაჟი სახლის პირობებში?
უპირველესად, მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ჯაგრისი - აუცილებელია, მას ნატურალური ბოჭკოები ჰქონდეს
ბოტანიკის ტანის ჯაგრისი:
აშორებს ეპიდერმისის ზედა ფენას
აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს
ანიჭებს სიგლუვეს
ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევისა და უჯრედების რეგენერაციის პროცესებს, რის გამოც ძალიან ეფექტური საშუალება ცელულიტთან საბრძოლველად.
როგორ და რამდენ ხანს გავიკეთოთ მასაჟი?
შხაპის მიღების წინ, მშრალ კანზე, მშრალი ჯაგრისით - წრიული მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი ფეხებიდან გულის მიმართულებით
არ დააწვეთ კანს ძალიან და არ გაიხეხოთ
ნუ დაიმასაჟებთ ლიმფური კვანძების თავმოყრის ადგილებს - მუხლებისა და იღლიების ქვეშ, თეძოებისა და იდაყვის შიდა მხარეს და სხვ.
თავდაპირველად, სრულ მასაჟს 1 წუთი დაუთმეთ. თანდათან გაზარდეთ დრო ისე, რომ თითოეული ზონისთვის მინიმუმ 2 წუთი დაგჭირდეთ.
საჭიროა, კანი გათბეს და მსუბუქი სიწითლე გამოიწვიოთ
უკეთესი ეფექტისთვის მასაჟი გაიკეთეთ დილით და საღამოს შხაპის ან აბაზანის მიღების წინ
კვირაში 2-3-ჯერ რეკომენდებულია ანტიცელულიტური სკრაბის გამოყენება
დასასრულს, მიიღეთ კონტრასტული შხაპი ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობით.
მშრალი ჯაგრისით მასაჟის გაკეთება რეკომენდებული არ არის:
დაზიანებული კანის საფარის, ანთების, ჭრილობის, გამონაყარის დროს
ძალიან მგრძნობიარე და თხელი კანის ქონის შემთხვევაში
გახსოვდეთ, სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ ერთი მასაჟი ტანზე ცხიმოვან
დაგროვებას ვერ აალაგებს!