×
სახის მოვლა
ტანის მოვლა
აბაზანა
სანთელი
საჩუქარი
ხელის ანტისეპტიკური სითხე
  • botanic

                                                             

     

                      საუკეთესო ანტიოქსიდანტი თქვენი კანისთვის

     

    საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საქართველოში ყურძნის 525 ჯიში არსებობს ,ხოლო  ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის ჯიშის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

    აღსანიშნავია, რომ ღვინო მხოლოდ დასალევად არ არის განკუთვნილი, არამედ მსოფლიოში ხშირად გამოიყენაბა სილამაზის სხვადასხვა  პროდუქტებშიც. ღვინის თერაპია  ანუ
    vinotherapy - არის ყურძნის ფუძეზე  შექმნილი ნარჩევი პროცედურების ნაკრები, რომელსაც გააჩნია სარელაქსაციო, ანტიოქსიდანტური და დაბერების საწინააღმდეგო თვისებები. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, საქართველოში ჩვენც  შევქმნათ მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც სხეულის სილამაზესა და ჯანმრთელობას  უზრუნველყოფს.

                                             

                                                                   

    ღვინის თერაპიას ასევე ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ახალგაზრდობის ელექსირს“
    ყურძნის წიპწა შეიცავს დიდი რაოდენობით  პოლიფენოლს,რომელიც გახლავთ ქიმიური ნივთიერება ძლიერი ანტიოქსიდანტი, მისი უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ ის იცავს უჯრედს დაზიანებისგან აგრეთვე გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული ანტივირუსული
    , დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება, იგი ამცირებს ტოქსიკური ნივთიერებების მოქმედებას. შესაბამისად მის ფუძეზე შექმნილი პროდუქცია კი ხელს უწყობს კანის  გაახალგაზრდავებას. ახდენს მის კვებას, გამკვრივებასა და ღრმა დატენიანებას. ასევე ხელს უწყობს  ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან, რაც  აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

    ღვინოთერაპიის გამას ძალიან კარგი შედეგი აქვს სახის, კისრის, მკერდისა და ხელების კანის გაახალგაზრდავებისთვის. ანტისტრესული ეფექტი, კანის  გამოცოცხლებისთვის და ეპიდერმისის ტენიანობისა და ჰიდრაციის აღსადგენად.

     

     უნიკალური წიპწის ზეთის კოსმეტოლოგიური ზემოქმედება განპირობებულია ვიტამინების მიკრო და მაკრო ელემენტების , ფლავონოიდების, ფიტო-სტეროიდების , ენზიმებისა და ქლოროფილის მაღალი კონცენტრაციით. იგი მდიდარია რინოლენოლის მჟავით, ომეგა 6 , ომეგა 9, პალმიცინის , სტეარინის და ომეგა 3 . შეიცავს ვიტამინებს A, E ,C. ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით რეზვერატროლს

     (თრომბის , საწინააღმდეგო , ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ასევე იგი ბიოლოგიური ფუნქციით გავს ესრადიროლს - ქალის ჰორმონს). ამაგრებს სისხლძარღვების კედელს და კაპილარებს.ხელს უწყობს ორგანიზმში ჰორმონების ბალანსს.
    ყურძნის ზეთი არაჩვეულებრივია დაზიანებული კანის სამკურნალოდ , ხელს უწყობს  კანის საფარის რეგენერაციას, გააჩნია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი არბილებს და ატენიენაბს კანს, ასევე ძალიან მარტივად იწოვება. კანს მატებს ელასტიურობას, ახდენს მის გრანულაციას და ეპითელიზაციას.
    ახდენს სისხლის მიმოქქცევისა და ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას, კანის ზედა ფენებში. ამკვრივებს კაპილარებს და აუმჯობესებს ლიმფოდრენაჟსა და მის მიკრო ცირკულაციას.ხელს უშლის კუპერზოსა და ცელულიტის წარმოქმნას

     

    სტატიის ავტორი , 2021-02-05