×
სახის მოვლა
ტანის მოვლა
აბაზანა
სანთელი
საჩუქარი
ხელის ანტისეპტიკური სითხე
  • botanic

    ბუნება უჩვეულოდ კეთილშობილია ადამიანის მიმართ. მისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია თიხა. კოსმეტიკური თიხა ეს  არის ბუნებრივი კანის მოვლის პროდუქტი, რომელიც საუკუნეების მანძილზე, მთელ მსოფლიოში გამოიყენებოდა  კანთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ. მას შეხვდებით ცნობილი ბრენდების დასაბან საშუალებებში, ნიღბებში, სკრაბებში, პილინგებსა და ამქერცლავ/გამწმენდ საშუალებებში, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ კოსმეტიკურ თიხას აქვს რამდენიმე ფერი და თითოეულ თიხის ფერს სხვადასხვა დანიშნულება გააჩნია და გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კანზე.

    ამ რუბრიკაში წარმოგიდგენთ თიხის თითოეული სახეობის სასარგებლო თვისებებს, რათა თქვენი კანისთვის საუკეთესო შეარჩიოთ.

    რა არის ამ ბუნებრივი მასალის უნიკალურობა? ჩვენ შევეცდებით ამ კითხვაზე ყველაზე ამომწურავი პასუხი გაგცეთ. თიხა არის ბუნებრივი წყარო, რომელსაც შეუძლია უჯრედების გაჯერება სილიციუმით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმით, თუთიით, კალციუმით, ნატრიუმით ... ის შთანთქავს კანის უჯრედების მეტაბოლურ პროდუქტებს, ღრმად და საფუძვლიანად ასუფთავებს მათ. ეს არის თიხა, რომელიც ხელს უწყობს სახისა და სხეულის კანის გახალგაზდავებას, აქტიურად ეწინააღმდეგება დაბერებას, ასწორებს ნაოჭებს და ხელს უწყობს ცელულიტის და სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლას.

     

    რა უნდა ვიცოდეთ თიხის შესახებ :

    1. თიხა მდიდარია მინერალებით

    2. თიხა იცავს და წმენდს კანს

    3. შეუძლია სახის დერმატიტის განკურნება

    4. აჯერებს კანს ჟანგბადით

    5. წმენდს და ამცირებს კანის ფორებს

    6. აბალანსებს კანში კანის ქონის გამოყოფას, ამცირებს აკნეს

    7. აღადგენს აახალგაზრდავებს და არბილებს სახის ფერს

    სახის თიხების სახეობები

    თიხის ნიღბების რამდენიმე სახეობა არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი უშუალო დანიშნულება აქვს. თუ არ იცით, რომელი მათგანი უნდა გამოიყენოთ კანის სამკურნალოდ, ახლა სწორედ თიხის შერჩევას გასწავლით.

    მწვანე თიხა

    შემადგენლობა:მაგნიუმი, კალციუმი, ვერცხლი, მანგანუმი, ფოსფორი, თუთია, სპილენძი, კობალტი, მოლიბდენი და ა.შ.

    გამოიყენება ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის როგორც სახეზე ასევე სხეულზე. ავიწროვებს ფორებს. აქვს მატონიზირებელი ეფექტი. ღრმად წმენდს კანს, აშორებს გაუხეშებული ეპიდერმისის ფენას.

                                                                                

    წითელი თიხა

    შემადგენლობა:მაგნიუმი, კალციუმი, ვერცხლი, მანგანუმი, ფოსფორი, თუთია, სპილენძი, კობალტი, მოლიბდენი და ა.შ

    გამოიყენება სიწითლისკენ და გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანისთვის როგორც სახეზე ასევე სხეულზე.ის აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას კანის ღრმა ქსოვილებში.ამავდროულად ხსნის ალერგიულ მოქმედებას. ებრძვის დაბერების ნიშნებს.

     

                                                                                     

    შავი თიხა

    შემადგენლობა: მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალები.

    გამოიყენება:აკნესკენ მიდრეკილი კანის მოსავლელად როგორც სახეზე ასევე სხეულზე. აქვს ანტისეპტიკური,გამწმდენდი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ღრმად ატენიანებს კანს  და იცვს კანს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან.

        

     

    თეთრი თიხა

    შემადგენლობა:მინერალების მაღალი კონცენტრაცია.

    გამოიყენება ყველა ტიპის კანზე როგორც სახეზე ასევე სხეულზე. ის კარგად ასუფთავებს და აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას კანში, ეხმარება მას კოლაგენის წარმოქმნაში, რომელიც უზრუნველყობს კანის ელასტიურობას.ებრძვის წვრილ ნაოჭებს. ათეთრებს კანს.

                               

     

    ცისფერი თიხა

    შემადგენლობა:ბუნებრივი წარმოშობის მინერალებისა და აქტიური ნივთიერებების ბალანსი.

    გამოიყენება ყველა ტიპის კანისთვის როგორც სახეზე ასევე სხეულზე. ებრძვის დაბერების  ნიშნებს,ის ასტიმულირებს კანის ქსოვილის რეგენერაციულ პპროცესებს.სძენს კანს სიმკვრივესა და ელასტიურობას.

     

    ვარდისფერი თიხა

    შემადგენლობა:სილიციუმი, რკინა,მაგნიუმი,კალციუმი და სხვა...

    გამოიყენება გაღიზიანებული კანისთვის როგორც სახეზე ასევე სხეულზე. ამარაგებს კანს  აუცილებელი ნივთიერებებით, რომელიც საჭიროა კანის სტაბილური მუშაობისთვის

                                  .

     

     

    ყვითელი თიხა

    შემადგენლობა:რკინა და კალიუმი.

    გამოიყენება: დაბერების საწინააღმდეგო და მშრალი და აკნესკენ მიდრეკილი  კანისთვის როგორც სახეზე ასევე სხეულზე. ასუფთავებს კანს ტოქსინებისგან და მკვდარი უჯრედებისგან .ებრძვის აკნეს. კანი ხდება ხავერდოვანი, რბილი და ელასტიური.

     

                                                               

     

    როგორ გამოვიყენოთ თიხის ნიღაბი?

    • ფინჯანში შეურიეთ 1 ს.კ. წყალი 1/2 ს.კ. დაქუცმაცებულ თიხას, სანამ გლუვ, პასტისებრ მასას არ მიიღებთ.
    • კარგად მოურიეთ ხის კოვზით.
    • წაისვით ნიღაბი სახეზე ფუნჯით ან თითებით.
    • გაიჩერეთ 15 წუთით (არ აცადოთ ნიღაბს ბოლომდე გაშრობა – იგი მხოლოდ კიდეევზე უნდა შეშრეს, ცენტრში კი სველი იყოს).
    • ჩამოიბანეთ ცოტაოდენი წყლით და ფრთხილად გაიშრეთ სახე.
    • რეკომენდებულია სახეზე დამატენიანებელი საშუალების გამოყენება.

     

    გაფრთხილება!

    თიხის ნიღაბს შეუძლია სახეზე აკნეს რაოდენობის ხანმოკლე გაზრდა, რაც გამოჯანმრთელების პროცესის ნორმალური ნაწილია. რამდენადაც თიხის ნიღაბს ჭუჭყი კანის ზედაპირზე ამოჰყავს, ფორები დროებით გაღიზიანდება, შემდეგ კი დამშვიდდება, როცა კანი სრულად გაიწმინდება.

    ზედმეტად მშრალი კანის პატრონებისთვის განსაკუთრებით რეკომენდებულია თეთრი თიხა სხვა დამატენიანებელ ინგრედიენტებთან (ალოე) ერთად.

    სტატიის ავტორი , 2021-01-23