×
სახის მოვლა
ტანის მოვლა
აბაზანა
სანთელი
საჩუქარი
ხელის ანტისეპტიკური სითხე
  • botanic
    ჩვეულებრივ დაბანის შემდეგ ირღვევა კანის ბუნებრივი 
    ბალანსი  და ის წამებში კარგავს ტენიანობას. 
    ეს იწვევს არასასურველ ეფექტებს, როგორიცაა
     კანის ნაადრევი დაბერება, სიმშრალე, 
    გაღიზიანება და აქერცვლა.
     იმისათვის, რომ თქვენი კანი ახალგაზრდული
     და ელასტიური იყოს, 
    სახის მოვლის რუტინაში აუცილებლად  უნდა შეიტანოთ
     ეს 2 პროდუქტი ტონიკი და  ტონერი. ბევრი ფიქრობს,
     რომ ეს ორი საშუალება ერთი და იგივეა მაგრამ 
    ეს ნამდვილად მცდარი მოსაზრებაა. 
    ტონიკი და ტონერი განსხვავდება მათი ფუნქციით,
     მაგრამ ორივე ასრულებს წმენდის ფაზას და 
    ამზადებს კანს შემდგომი მოვლისთვის.
    რისთვის არის სახის ტონიკი:
    ასრულებს გაწმენდის ეტაპს. მაკიაჟის მოცილებისა და სახის დაბანის შემდეგ
     ის აშორებს მაკიაჟის ნარჩენებს, ჭუჭყს, მტვერს და ჭარბ ცხიმს.
     აღადგენს pH ბალანსს. ონკანის მყარი წყალი არღვევს მჟავა-ტუტოვან 
    ბალანსს და ასუსტებს ეპიდერმისის დამცავ ფუნქციებს.
     ტონერი მყისიერად ახდენს pH დონის ნორმალიზებას. 
    ემზადება შემდგომი მოვლისთვის. ეხმარება შრატის ან კრემის აქტიურ კომპონენტებს კანზე უფრო 
    
    ეფექტურად მოქმედონ.. ეხმარება ბრძოლოს
     ისეთ პრობლემებს  როგორიცაა, სიმშრალე, მსხვილი ფორები და ანთება.
    რისთვის არის სახის ტონერი:
    ტონერის დანიშნულებაა კანის პირველადი
     დატენიანება სახის დაბანის შემდეგ. 
    ტონერი წყალზე ბლანტია და შეიძლება 
    ჰელისმაგვარიც იყოს. 
    ეს საშუალება კორეული წარმოშობისაა,
     ანუ პირველად ის კორეელმა კოსმეტოლოგებმა შემოგვთავაზეს
     და მას „წინასწარ დამატენიანებელი“ უწოდეს.
     ანუ, განსხვავებით მრავალფუნქციური ტონიკისგან, 
    ტონერს კანის დატენიანების ფუნქცია აკისრია. 
    თუ ევროპული მოვლის სისტემა ითვალისწინებს 
    სახის დაბანას, ტონიკით გაწმენდა-ტონიზირებას, 
    შრატის, ხოლო შემდეგ 
    დამატენიანებლის/კრემის დატანას კანზე, 
    კორეული სისტემა გულისხმობს: სახის გაწმენდას, 
    წინასწარ დატენიანებას ტონერით, 
    კონცენტრატების (ესენციების, შრატის, ამპულის) 
    და შემდეგ ძირითადი დამატენიანებლის (ემულსიის) დატანას.
    ტონერის გამოყენება შესაძლებელია ორი გზით.
     რომელი მეთოდი აირჩევთ,
     დამოკიდებულია თქვენი კანის ტიპზე 
     მშრალ და მგრძნობიარე კანზე 
    უმჯობესია ტონერი შეიშხუროთ
     გარკვეული დისტანციიდან ხოლო , 
    ცხიმიან და პრობლემურ კანზე სასურველია 
    გამოიყენთ ბამბის დისკი.

     

    ბოტანიკის პროდუქციაში თქვენ შეხდებით 4 სახეობის ტონერს ესენი არის:

     ველური ვარდი, ალოე, ღვინო და ევკალიპტი.

     

    ღვინის ტონერი

    შემადგენლობა:ღვინო საფერავი,მინდვრის პიტნა, მრავალძარღვა,

    გლიცერინი, B ჯგუფის ვიტამინები.

     გამოიყენება კომბინირებული კანისთვის. ტონერს აქვს მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება,

    ხელს უწყობს კანის რეგენერაციას (აღდგენას) გააჩნია ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

    მოხმარების წესი: გაწმინდეთ სახე ბამბის დისკის საშუალებით ან შეისხურეთ გასუფთავებულ კანზე.

    ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ და გრილ ადგილას.

     

    ევკალიპტის  ანტისეპტიკური ტონერი

    შემადგენლობა:სპირტი,გლიცერინი, B ჯგუფის ვიტამინები,

    ევკალიპტი, გულყვითელა, გვირილა, წყალი

     გამოიყენება პრობლემურ და აკნესკენ მიდრეკილ კანზე.

    გააჩნია ანტისეპტიკური, ანტიფუგიციდური და  ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

    მოხმარების წესი: გაწმინდეთ სახე ბამბის დისკის საშუალებით ან შეისხურეთ გასუფთავებულ კანზე.

    ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ და გრილ ადგილას.

     

    ველური ვარდის ტონერი

    შემადგენლობა: ველური ვარდის ფურცლები, B ჯგუფის ვიტამინები.

     გამოიყენება მშრალი კანის მოსავლელად. შეუწამლავი ვარდის ფურცლებისგან

    შექმნილი ეს სასიამოვნო არომატის ტონერი , გამოიყენება  როგორც მსუბუქი გამწმენდი საშუალება ,

      ებრძვის დაბერების პროცესს და გამოირჩევა კანზე დადებითი ზემოქმედებით.

    მოხმარების წესი: გაწმინდეთ სახე ბამბის დისკის საშუალებით ან შეისხურეთ გასუფთავებულ კანზე.

    ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ და გრილ ადგილას.

     

    ალოეს ტონერი

    შემადგენლობა:ალოე, გამოხდილი წყალი, B ჯგუფის ვიტამინები და გლიცერინი.

     გამოიყენება მშრალი და კომბინირებული კანის მოსავლელად.კვებავს და ატენიანებს სახის კანს.  

    მოხმარების წესი: გაწმინდეთ სახე ბამბის დისკის საშუალებით ან შეისხურეთ გასუფთავებულ კანზე.

     

     

    სტატიის ავტორი , 2021-01-15