×
სახის მოვლა
ტანის მოვლა
აბაზანა
სანთელი
საჩუქარი
ხელის ანტისეპტიკური სითხე
  • botanic

    როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ქართული ბრენდიბოტანიკიყველა პროდუქტში იყენებს 100% ნატურალურ, ბუნებრივ ინგრედიენტებს.

    ჩვენს პროდუქტებში ყველაზე ხშირად მოხმარებადი ინგრედიენტები გახლავთ.

    1. წიპწის ზეთი
    2. ზეითუნის ზეთი
    3. ნუშის ზეთი
    4. კაკაოს ცხიმი
    5. ქოქოსის ცხიმი
    6. თაფლის სანთელი

    ახლა გიამბობთ ამ ცხიმების შემცველობის , მათი უნიკალური თვისებებისა და გამოყენების შესახებ:

    დავიწყოთ წიპწის ზეთით:

    წიპწა იგივე ყურძნის მარცვალში მოთავსებული კურკა.

    ყურძნის წიპწის სასარგებლო თვისებები ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ეგვიპტეში.

    შუა საუკუნეებში ის ფართოდ გამოიყენებოდა ხმელთაშუაზღვისპირეთის კულინარიაში, ფრანგულ და იტალიურ კოსმეტოლოგიაში.

    ყურძნის წიპწისაგან მიიღება ზეთი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.

    მას უწოდებენახალგაზრდობის ჰორმონს“, რადგან შეიცავს ბიოფლავონოიდებს, რომელიც სტრუქტურულად ჰგავს ქალის ჰორმონსესტროგენს. ეს ნივთიერება არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, ხელს უწყობს თმის ზრდას, კოლაგენის სინთეზს და აფერხებს დაბერების პროცესებს.

    ყურძნის წიპწის ზეთი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაგრებს სისხლძარღვებს, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, რეგენერაციული, სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, თირკმელში კენჭის წარმოქმნას, ათეროსკლეროზის და სიმსივნის განვითარებას.

    ყურძნის წიპწაში შემავალი ანტიოქსიდანტებიპროციანიდი, რეზვერატროლი, ვიტამინები E, A, C - გამოდენიან ორგანიზმიდან თავისუფალ რადიკალებს და აუმჯობესებენ იმუნიტეტს.

    ყურძნის წიპწის ზეთი მდიდარია: ვიტამინებით – E, A, C, B1, B2, B3, B6, B9, B12 და მიკროელემენტებითკალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, რკინარომელიც გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

    ზეთის 70%– შეადგენს ლინოლეის მჟავაომეგა–6, რომელიც ატენიანებს კანს და აუმჯობესებს კანის რეგენერაციულ პროცესებს.

     

    ნუშის ზეთი

     

    ნუშის ზეთი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მასში შემავალი ელემენტები კანს გამოშრობისგან და ნაოჭების გაჩენისგან იცავს.
    ნუშის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აფერხებს უჯრედთა დაბერებას, აცხრობს კანის ანთებით პროცესებს. ნუშის ზეთი ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, უნარჩუნებს თმას ელასტიკურობასა და ბზინვარებას.

    იგი არეგულირებს კანში წყლისა და ლიპიდების ცვლას, ეპიდერმული ბარიერის განვლადობას, ააქტიურებს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს, საუკეთესო საშუალებაა მასაჟისათვის. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ყველა ტიპის კანისთვის.
    ნუშის ზეთი აქრობს დერმატიტს, ეგზემას, სტატიის ავტორი , 2020-11-16