×
სახის მოვლა
ტანის მოვლა
აბაზანა
სანთელი
საჩუქარი
ხელის ანტისეპტიკური სითხე
  • botanic

    ?ალბათ იცით , რომ მაიას ტომი ყველაზე განვითარებული და ძველი ცივილიზაცაა. მათი ტომის ქალები კი ყველაზე მომნუსხველი ?სილამაზის მატარებელნი იყვნენ, სწორედ მათი სილმაზის საიდუმლო იყო კაკაოს კარაქი.?❤

    ?ისინი პატარა ასაკიდან იწყებდნენ მის მოხმარებას და სიბერეშიც აქტიურად იყენებდნენ ყოველდღიურ რუტინაში. ყავისფერი ხის ნაყოფიდან მოძიებული უნიკალური მასა კურნავდა ჭრილობებს, კვებავდა კანს და ასწორებდა ნაოჭებს.

    ?კაკაოს კარაქს აქვს სხვადასხვა ვიტამინებისა და ელემენტების მდიდარი მარაგი. იგი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ტოკოფეროლები), რომლებიც ხელს უშლიან კანის ნაადრევ დაბერებას. ისინი ღრმად კვებავენ კანის უჯრედებს და ეხმარებიან მათ რეგენერაცაიში. ცხიმოვანი მჟავები (ოლეური, ლინოლეური, სტეარი) იცავს კანს აგრესიული გარემოსგან და აყალიბებს მასზე წყლის ლიპიდურ დამცავ გარსს. ის ეხმარება კანს სწრაფად მოერგოს არახელსაყრელ პირობებს: ქარი, სიცხე ან ყინვა. ასევე იცავს მას ბაქტერიებისგან.

    ???კაკაოს კარაქი უმოკლეს დროში აღწევს კანის დერმაში, არბილებს და ატენიანებს მას. ხანგრძლივი გამოყენებისას სახის კანს ხდის ერთგვაროვანსა და გლუვს.იგი ზრდის კოლაგენის წარმოშობას.

    ?იგი ასუფთავებს ფორებს და ამშვიდებს ანთებად კანს. ასევე ეფექტურია პიგმენტური ლაქებისა და მუქი წრეების სამკურნალოდ.

    ?კაკაოს კარაქი უხდება ყველა ტიპის კანს. განსაკუთრებით უხდება გამომშრალ, დახეთქილ, გაღიზიანებულ და ნაოჭებისკენ მიდრეკილ კანს. ასევე ეფექტურია ცხიმიანი კანის მქონე ქალებისთვის, რომლებიც უჩივიან პრობლემურ ანთებად გამონაყარს და გაფართოებულ ფორებს.

    კაკაოს ცხიმის შემადგენლობა: ოლეინის მჟავა 4%

    სტეარის მჟავა 34%

    ლურიული და პალმიტური მჟავები 25% ლინოლის მჟავა 2%

    სტატიის ავტორი , 2020-11-06